საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველები 36 წლის მამაკაცს ქურდობას და ძარცვას ედავებიან.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ერთ დღეში მომხდარ რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, იუწყება „ტვ პირველი“.
გამოძიების ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცმა ჯერ აფთიაქში შეჭრა სცადა, შემდეგ ორი საკონდიტროდან ფული მოიპარა. ბოლოს კი ტანსაცმლის მაღაზიის გაძარცვა სცადა.
ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს >>
ბერძენმა სამართალდამცველებმა ის იმ დროს აიყვანეს, როცა ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონეს მოკვლით ემუქრებოდა.
მომხდარ ფაქტზებზე მიმდინარეობს გამოძება, მამაკაცს ბრალს რამდენიმე დღეში წარუდგენენ.