თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოს მთიან რეგიონებში 21 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
სინოპრიკოსების პროგნოზით, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.