თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი ფეხბურთში 1 მარტს დაიწყება, იუწყება ფეხბურთის ფედერაცია.
ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ფოთის კლუბი „კოლხეთი“ დაბრუნდა, ახალ სეზონში მეორე ეროვნულ ლიგას კი შეუერთდებიან „შტურმი“ სართიჭალიდან, „არაგვი“ დუშეთიდან და „რუსთავი“. მეორე ლიგის მატჩები 6 მარტს დაიწყება.
ფეხბურთის ქალთა ჩემპიონატი 8 მარტს იწყება, ქალთა მეორე ლიგის წილისყრა კი 30 მარტს გაიმართება.
2024 წლის საკლუბო ტურნირების დაწყების თარიღები:
ეროვნული ლიგა – 1 მარტი
ეროვნული ლიგა-2 – 6 მარტი
ეროვნული ლიგა-3 – 7 მარტი
ქალთა ლიგა – 8 მარტი
ქალთა ლიგა-2 – 30 მარტი.
გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ გახდა. მეორე ადგილზე თბილისის „დინამო“ გავიდა, მესამეზე - ქუთაისის „ტორპედო“.