დასახელდნენ საუკეთესო სპორტსმენები სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენები შესაბამისმა ფედერაციებმა გამოავლინეს.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. თბილისში, სპორტული მედიაკავშირი Jako-ს საიუბილეო საღამოზე სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენები - შესაბამისმა ფედერაციებმა, საუკეთესო ფედერაციები კი სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს.
გამარჯვებულები გახდნენ:
თავდაცვის სამინისტრო - პარაკარატისტი ჯონი თოფურია;
ქართული ჭიდაობის ფედერაცია - გურამ თუშიშვილი;
საავტომობილო სპორტის ფედერაცია - სანდრო თავართქილაძე;
სამბოს ეროვნული ფედერაცია - ვახტანგ ჩიდრაშვილი;
ათლეტიზმის ფედერაცია - თემურ სამხარაძე, ლევან მთიულიშვილი, ლევან გილიგაშვილი,
ჯაბა სეფიაშვილი, ცოტნე ბეჟაშვილი, გიორგი ბეჟაშვილი;
მასრესლინგის, ბაგირის გადაწევისა და კროსფიტის ეროვნული ფედერაცია - გიორგი ქვლივიძე;
კიბერსპორტის ფედერაცია - ნიკოლოზ ასათაშვილი;
უშუს ეროვნული ფედერაცია - ალექსანდრე კუჭავა;
რაგბის კავშირი - მერაბ შარიქაძე;
ჭადრაკის ფედერაცია - ქალთა გუნდი: ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სპორტული ფედერაციების, კულტურის და მედიის წარმომადგენლებმა. ღონისძიება გაიმართა კულტურის და სპორტის სამინისტროს, „საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა“ და „საქართველოს სპორტული მედიის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით და მხარდაჭერით.
ღონისძიებაზე გაიმართა ცნობილი სპორტული კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის, შესახებ შექმნილი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.