თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრისთვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
უმძიმესი შემთხვევა კახეთში, გურჯანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. მოზარდი მამიდის ქმარმა გააუპატიურა. საზარელი ფაქტის შემდეგ მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას უამბო.
ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგონას მეორე ბიძამ (დედის ძმამ) 45 წლამდე კაცს დანით ჭრილობები მიაყენა. ახლა სკოლის მოსწავლის გაუპატიურებში მხილებული კაცის გადარჩენას ექიმები ცდილობენ. ის კომატოზურ მდგომარეობაშია.
ბიძა კი, რომელმაც დისშვილის გაუპატიურებში მხილებული მამაკაცი დაჭრა, სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.