გამზირის შემხედვარე, ვერ იფიქრებთ, რომ რემონტის მალე დასრულება შესაძლებელია
კახა კალაძე პირობას დებს, რომ რემონტი იანვრის ბოლოს დასრულება
მაგრამ, გამზირზე არსებული სიტუაცია მერის პირობას ეჭვქვეშ აყენებს
მართლაც, საინტერესოა, მოესწრება უამრავი სამუშაოს დასრულება ორ კვირაში?
აქ ჯერ კიდევ შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები
თბილისის მერიამ სარემონტოდ ახალი კომპანიები დაიქირავა
ძველ კომპანიებთან შეთანხმება შეწყდა
მერის განცხადებით, კომპანიებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს და ცუდად იმუშავეს
უხარისხო რემონტი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა
თუმცა აპრილში სულ სხვა მოლოდინები არსებობდა
ყველა იმედოვნებდა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირი გარდაიქმნებოდა და გალამაზდებოდა
თუმცა გამზირი ჯერ კიდევ დანგრეული და საცობებით გაჭედილია
სარემონტო სამუშაოების ბოლომდე მისაყვანად კიდევ დრო არის საჭირო