თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საბერძნეთში, ათენიდან 85 კილომეტრში 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ათენის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ლაბორატორია.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:14 საათზე (18:14 სთ თბილისის დროით) დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა ათენიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით, ევბეას კუნძულთან ახლოს ზღვაში დაფიქსირდა. მისი სიღრმე 10 კმ იყო.
ინფორმაცია რამე სახის ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.