რამდენი და რა სისწრაფით: მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ უნდა გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე

Sputnik
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ვინც სამსახურში ფეხით დადის, ნაადრევი სიკვდილის უფრო დაბალი რისკი აქვს, ნაკლებად ემართება გულის შეტევა თუ ინსულტი და ტრანსპორტის მოყვარულებზე მეტ ხანს ცოცხლობს, თუმცა ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ნაბიჯს დგამს ადამიანი დღეში, ან რა სისწრაფით მოძრაობს, აცხადებენ მეცნიერები.
მაგალითად, ავსტრალიელი, ბრიტანელი და ირლანდიელი მეცნიერების აზრით, რეგულარული სიარული იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც სისწრაფე.
მკვლევარებმა ოცდაათ წელზე მეტი ასაკის 50 ათას ჯანმრთელ ბრიტანელს სთხოვეს, მოეთხროთ თავიანთი ჩვევებისა და ცხოვრების წესის შესახებ, მათ შორის იმაზე, თუ რამდენად ხშირად და რამდენად სწრაფად დადიოდნენ.
ორი წლის შემდეგ სწავლულებმა ეს მონაცემები გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ:
ეფექტი კიდევ უფრო შესამჩნევი გამოდგა 60 წელზე მეტი ასაკის მოხალისეებში. ამ ჯგუფში:
საშუალო სიჩქარით სიარული 46%-ით ამცირებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების რისკს,
სწრაფი ტემპით სიარული კი — 53%-ით.

და მაინც, რამდენი ნაბიჯი?

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (აშშ) მეცნიერებმა 70 წელს გადაცილებულ 16 ათას ქალს სთხოვეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში სპეციალური მოწყობილობით ევლოთ, რომელიც დღის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების რაოდენობას აფიქსირებდა.
შედეგად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნაბიჯების რაოდენობის მცირედ გაზრდაც კი მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის.
მაგრამ ეს კანონზომიერება მხოლოდ 7,5 ათას ნაბიჯამდე შეინიშნებოდა — 10 და 15 ათასი ნაბიჯი უკვე აღარ იძლეოდა შესამჩნევ ეფექტს, რაც, სწავლულების ვარაუდით, საცდელი პირების ასაკით აიხსნებოდა.
კვლევის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდებში ყველაფერი სხვაგვარად იყოს — ანუ, რაც მეტი იქნება ნაბიჯების რაოდენობა, მით უფრო დაცულები იქნებიან ისინი ნაადრევი სიკვდილისგან.
ეს მოსაზრება აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტისა და ტენესის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამაც დაადასტურა, რომლებიც 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 40 წელს გადაცილებულ 4840 ამერიკელს.
კვლევის ერთ-ერთ ეტაპზე სწავლულებმა თითოეულ მათგანს დაავალეს, ერთი კვირის განმავლობაში ეტარებინა ფიტნეს-სამაჯური, რომელიც აფიქსირებდა არა მხოლოდ ნაბიჯების სადღეღამისო რაოდენობას, არამედ მაქსიმალური ტემპით სიარულის ინტენსივობასაც ერთ წუთში. ამის შემდეგ სწავლულებმა მიღებული შედეგები 12 წლის განმავლობაში გარდაცვლილთა შესახებ მონაცემებს შეადარეს.
ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი:
ვინც დღეში რვა ათას ნაბიჯს დგამდა, 51%-ით იშვიათად იღუპებოდა,
ხოლო ისინი, ვინც 12 ათას ნაბიჯს ან მეტს გადიოდა — 65%-ით ნაკლებად.