ჰარვარდის სწრაფი ტესტი: რამდენად ადეკვატურად აღიქვამთ სამყაროს?

Sputnik
ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენად ადეკვატურად აღიქვამთ სამყაროს? ანუ, რამდენად სწორად აფასებთ სიტუაციას და რამდენად სწორი გადაწყვეტილების მიღება შეგიძლიათ?
თუ გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ საკუთარ თავზე, გაიარეთ ჰარვარდის ვიზუალური ტესტი, რომელიც ნახატზე დანახულის ანალიზს ეფუძნება.
ამისათვის საჭიროა, დახედოთ ნახატს რამდენიმე წამით და თქვათ, რა უფრო გხვდებათ თვალაში: ბიჭუნა, გველი, გზა თუ საგზაო ნიშანი.
ვიზუალური ტესტი

თუ თქვენს ყურადღებას იპყრობს:

გველი - ესე იგი, შფოთვისა და მოუსვენრობისკენ ხართ მიდრეკილი. ხშირად ხედავთ საფრთხეს იქ, სადაც ის რეალურად არ არის.
სავარაუდოდ, ზედმეტად ფრთხილი და წინდახედული (შესაძლოა, მფრთხალიც კი) ადამიანი ხართ, რაც შესაძლოა ხელს გიშლით სრულფასოვან, სისხლსავსე ცხოვრებაში.
გზა - მიდრეკილი ხარ პრაგმატიზმისა და რაციონალურობისკენ. აფასებთ წესრიგსა და სტაბილურობას.
სავარაუდოდ, კარგი დამგეგმავი და ორგანიზატორი ხართ. თუმცა გამორიცხული არ არის, წარმოსახვის უნარი და კრეატიულობა გაკლდეთ.
საგზაო ნიშანი - დისციპლინირებული და პასუხისმგებლიანი ადამიანი ხართ. აფასებთ წესებსა და წესრიგს.
შეიძლება იყოთ კარგი ლიდერი და შემსრულებელი, მაგრამ მოქნილობა და კრეატიულობა არ გყოფნიდეთ.
ბიჭი სალამურით - შემოქმედებითი და მეოცნებე ნატურა გაქვთ. სამყაროს ნათელ ფერებში ხედავთ და სავსე ხართ ოპტიმიზმით.
შეიძლება იყოთ შესანიშნავი მხატვარი, მუსიკოსი ან მწერალი. ამასთან გამორიცხული არ არის, ძალიან გიჭირდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავება.