ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

მამაკაცი ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც სხვა მოთხილამურეს შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება რეგიონული ტელეარხი „ბორჯომი ტვ“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით ეშვებოდა, რა დროსაც სხვა მოთხილამურეს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების შეფასებით, კლინიკაში გადაყვანილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. მას ფეხი აქვს მოტეხილი.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობის მუხლით. დაღუპვის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, რის შემდეგაც გამოძიება შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.