უარი BRICS-ზე: კრემლში არგენტინის პასუხი შეაფასეს

Sputnik
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. არგენტინის უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე სამწუხაროა, მაგრამ ეს ბუენოს-აირესის სუვერენული უფლებაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს არგენტინის სუვერენული უფლებაა და ჩვენ პატივს ვცემთ ბუენოს-აირესის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. არგენტინელებმა აირჩიეს თავიანთი ხელმძღვანელობა, ხოლო ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ მათთვის ახლა ამ ფორმატში მონაწილეობა მიზანშეუწონელია“, — აღნიშნა კრემლის წარმომდაგენელმა.
პესკოვის თქმით, მოსკოვს იმედი აქვს, რომ მოგვიანებით არგენტინა აზრს შეიცვლის და ჩათვლის, რომ BRICS-ში გაწევრიანება მისთვის მომგებიანია.