თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ჰუსიტები არ შეუშლიან ხელს რუსული გემების მოძრაობას წითელ ზღვაში, განუცხადა იემენური მოძრაობა „ანსარ ალას“ პოლიტბიუროს წევრმა მუჰამედ ალ-ბაჰიტიმ გაზეთ „იზვესტიას“.
„იემენელი ჰუსიტების მოძრაობა „ანსარ ალა“ ამერიკულ და ბრიტანულ გემებს ესხმის თავს წითელ ზღვაში. რაც შეეხება ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, რეგიონში მათ გემებს საფრთხე არ ემუქრება", — აღნიშნა მან.
ალ-ბაჰიტის თქმით, ჰუსიტები მზად არიან, უზრუნველყონ რუსული და ჩინური გემების უსაფრთხო გავლა წითელ ზღვაში, ხოლო ისრაელის კუთვნილ ან ისრაელთან დაკავშირებულ გემებს „მცირე შესაძლებლობაც კი არ ექნებათ, რომ წითელი ზღვა გადაცურონ — მათზე დარტყმები მომავალშიც გაგრძელდება“.