ბოლო დღეებში მერიამ კონტრაქტორ კომპანიებთან შეთანხმება გააუქმა, რადგან მათ სერიოზული შეცდომები დაუშვეს და ვალდებულებები არ შეასრულეს. ქალაქის მთავრობა და კახა კალაძე პირობას დებენ, რომ ობიექტის ვადაში დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ.
გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო და მასზე 10,5 მლნ დოლარი გამოიყო.