მოემზადეთ ნათლისღებისთვის: რა იკრძალება და დაიშვება ამ დღეს ხალხური რწმენით

მართლმადიდებლური სამყარო ხვალ ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს — ნათლისღებას, ანუ წყალკურთხევას აღნიშნავს.
Sputnik
სწორედ ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.
დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება — ეს რელიგიური ტრადიციაა. თუმცა არსებობს ხალხური ადათ-წესებიც, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში იცავენ ქრისტიანები.
სწორედ ეს ხალხური წეს-ჩვეულებები განსაზღვრავს, რა დაიშვება და რა იკრძალება ნათლისღების დღესასწაულზე, რას ნიშნავს ამ დღეს მომხდარი ესა თუ ის მოვლენა და რას მოასწავებს ამინდი.
მოდით, წინასწარ ვნახოთ, რას ამბობს ხალხური რწმენა ნათლისღების დღესთან დაკავშირებით, რათა მომზადებულები შევხვდეთ დღესასწაულს.

რა იკრძალება ნათლისღებაზე:

სხვისთვის ბოროტების სურვება, ავი განზრახვა, ჭორების გავრცელება და სხვათა გმობა, თორემ კაცს ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდება — ოღონდ გაასმაგებული ძალით;
ვალად გაცემა, გასესხება — ოჯახიდან ბარაქა წავა;
თმისა და ფრჩხილების დაჭრა — ბედის გაფუჭებას მოასწავებს;
კერვა, ქსოვა და სხვა ხელსაქმე — ბედის შეკვრას, გამოკვანძვასა და ცხოვრების უკუღმა წასვლას ნიშნავს;
სახლიდან ნივთებისა და ნაგვის გატანაც კი — ბარაქა და წარმატება წავა;
წყლის დიდ ჭურჭელში დაგროვება — სიხარბეს ნიშნავს, ეს კი ქრისტიანული სწავლებით ცოდვაა;
სუფრაზე წყვილი რაოდენობის კერძის მიტანა;
სახლის დალაგება და სარეცხის რეცხვა;
ტირილი და ცრემლისღვრა;
უწმინდურისა და ბნელი ძალის ხსენება;
ხელუხლებელ თოვლზე გავლა, წყალში ჭუჭყიანი საგნების გადაყრა;
სახლში შესვლისას ფეხსაცმლის პარმაღზე დატოვება;
ძველების გადმოცემით, ნათლისღებას მხოლოდ ისეთი საქმის კეთებაა დაშვებული, რომლის გადადებაც არაფრით არ შეიძლება.

ნათლისღებაზე სასურველია:

ეკლესიაში წასვლა;
ღვთისმსახურებაზე დასწრება;
ნაკურთხი წყლის აღება;
წყალში განბანვა — თუ ჯანმრთელობა ამის საშუალებას გაძლევთ.
ძველებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს ცა იხსნება და თუ ღმერთს რამეს შესთხოვთ, აუცილებლად შეგისრულდებათ. ოღონდ ეს თხოვნა სიკეთისა უნდა იყოს და ვინმესთვის ზიანის მიყენებას არ უნდა გულისხმობდეს.

რა დაიშვება ნათლისღებაზე:

ნათლობა — მიიჩნევა, რომ თუ ბავშვი ამ დღეს მოინათლება, მთელი სიცოცხლე განსაკუთრებული ღვთიური მფარველობის ქვეშ იქნება;
ჯვრისწერა და ქორწილი — ამ დღეს დაქორწინებული წყვილი ღვთიურ კურთხევას იღებსო;
დაკრძალვა, მიცვალებულთა განბანვა და ხსენება.

ხალხური მინიშნებები ნათლისღებაზე

თუ ამ დღეს:
იტირო — მთელი წელი ჩხუბსა და დავიდარაბაში იყო;
თუ გათხოვლმა ქალმა ქმარს სამჯერ შეაყაროს თოვლი — ოჯახში უსიამოვნებას ბოლო მოეღოს;
თუ პირუტყვი ან შინაური ცხოველი პატრონს არ მოშორდეს — ოჯახში ნამატი გაჩნდეს;
თუ ყინვა ან ნისლი იყოს — კარგი ჭირნახულ-მოსავალი მოვა;
თუ მზიანი და ცივი ამინდი დადგეს — ზაფხული მშრალი იქნება;
თუ დიდი თოვლი წამოვა — მთელი წელი მოსავლიანი იქნება;
თუ ძლიერმა ქარმა დაუბეროს — ფუტკარმა ბევრი თაფლი გააკეთოს...