რუსეთის უახლოესი გარემოცვა: ლავროვმა ხუთი ქვეყანა დაასახელა

Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. რუსეთის ახლო გარემოცვაში ხუთი ქვეყანა შედის, რომლებთანაც საუკეთესო ურთიერთობა აქვს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც გასული წლის შედეგების შეჯამებას ეძღვნებოდა.
„თუ ჩვენს ახლო გარემოცვაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია: ირანი, თურქეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი“, — განაცხადა მან.
ამასთან ლავროვმა ცალკე გამოყო ჩინეთი და აღნიშნა, რომ ახლა პეკინისა და მოსკოვის ურთიერთობებში საუკეთესო პერიოდია მათ მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
გარდა ამისა, ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი „განსაკუთრებით პრივილეგირებულ, სტრატეგიული თანამშრომლობას“ ავითარებს ინდოეთთან, აფრიკის ქვეყნებთან პარტნიორობა კი „ჭეშმარიტად სტრატეგიულ“ დონეზე აჰყავს.