თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. კიევს რუსეთთან დარეგულირების შეთანხმებაზე ხელმოწერა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და სხვა ანგლოსაქსებმა აუკრძალეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც 2023 წელს რუსული დიპლომატიის მუშაობის შედეგების შეჯამებას ეძღვნება.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს.
„პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს მოლაპარაკებებზე. მან ეს ჯერ კიდევ 2022 წელს თქვა, როდესაც ბორის ჯონსონისა და სხვა ანგლოსაქსების ბრძანებით, კიევს რუსეთთან უკვე შეთანხმებული დარეგულირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა აეკრძალა“, – განაცხადა მან.
ამასთან ლავროვმა უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ არ არის დაინტერესებული უკრაინის კრიზისის დარეგულირებით.
„დასავლეთს საქმე უკრაინული კრიზისის გამწვავებისკენ მიჰყავს, რაც დამატებით სტრატეგიულ რისკებს წარმოშობს“, — მიჩნია რუს მინისტრს.