ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

Sputnik
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობაში ბრალდებული ხუთი პირიდან ორი საქართველოს მოქალაქეა, ისინი უკვე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ორი საზღვარგარეთ იმყოფება და ძებნაშია, ხოლო ერთი მათგანი სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის უკვე იხდის.
სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულები იანის სკაფტუროსის, ვასილი რუბეტისის და დიონისეს მუზაკიტისის მკვლელობების უკან დგანან. იანის სკაფტუროსი 2022 წლის აპრილში მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი - 2023 წლის ივნისში.