თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. თბილისში, დიდუბის რაიონში 6,5 ათას 8 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, იუწყება ტელეკომპანი „მთავარი“.
გაზის მიწოდება შეუწყდა წერეთლის გამზირის მოსახლეობის დიდ ნაწილსაც. ბუნებრივი აირი დღეს, დაახლოებით 15 საათზე გაითიშა და მისი მიწოდება ხვალ, 18 იანვარს, 19 საათზე აღდგება.
გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, წერეთელის გამზირზე გაზის შეწყვეტის მიზეზი რეაბილიტაციისას მილის დაზიანებაა.