თბილისი, 17 იანვარი— Sputnik. თბილისის მერიის მხარდაჭერით ოთხი სპორტული ფედერაცია მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიულ გადამზადებას ახორციელებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, 2023 წლის ოქტომბრიდან 200-მდე მწვრთნელის გადამზადებაზე რაგბის კავშირი, ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია და სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია ზრუნავს.
„კურსის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ტრენინგები, გაეცნენ თანამედროვე ტენდენციებს შესაბამის სპორტულ სახეობებში, რითაც ხელი შეეწყო მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც აუცილებელია ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მწვრთნელები მერიის „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამითაც სარგებლობენ.
29 იანვარს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ დაგეგმილია „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილე მწვრთნელებისთვის სერტიფიკატების გადაცემა.