ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

უწყების ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ზვავსაშიშროების, ქარბუქის, დაბალი ხილვადობის და ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთზე მოქმედებს.
უწყების ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.