CNN-ის ეთერში ქართულ ღვინის შესახებ ვიდეორგოლები ტრიალებს

ამერიკული ტელეკომპანიის მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესის გამოხატვა უმნიშვნელოვანესია აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, მიაჩნიათ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ქართულ ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა, ნათქვამია ღვინის ეროვნული ააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთწუთიანი ვიდეო რგოლები, რომლებშიც საუბარია ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზე, CNN-ის ეთერში 15 იანვრიდან 28 იანვრამდე პერიოდში განთავსდება.
„ტელეკომპანიის მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება ქართული ღვინის შესახებ მომზადებულმა ვიდეორგოლმა „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ" განაპირობა, რომელიც CNN-ის ეთერში გასული წლის 26 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
CBSNews-მა ქართული მეღვინეობის შესახებ ფილმი გადაიღო>>
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ CNN-ის მხრიდან ქართული ღვინის ისტორიის და თანამედროვეობის მიმართ ინტერესის გამოხატვა უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.