ვოლოდინი: რუსეთის სპეცოპერაციამ მესამე მსოფლიო ომი შეაჩერა

Sputnik
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებით რუსეთმა მესამე მსოფლიო ომი შეაჩერა, დარწმუნებულია რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამ შეაჩერა მესამე მსოფლიო ომი. დაფიქრდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო? ჰუმანიტარული კატასტროფა, მილიონობით დაღუპული. ეს ასე არ არის ერთი მიზეზის გამო: ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები ებრძვიან ნაციზმს, იცავენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა სახელმწიფოებისა და, პირველ რიგში, ევროპის სახელმწიფოების მოქალაქეების მშვიდობასა და სიმშვიდეს“, — განაცხადა ვოლოდინმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სპეცოპერაციის მიზნები შეძლებისდაგვარად მალე იქნას მიღწეული.
ვოლოდინის აზრით, „უკრაინა უნდა იყოს თავისუფალი, უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, უკრაინაში არ უნდა იყოს გარედან შემოტანილი იარაღი. და, რაღა თქმა უნდა, კიევის ნაცისტური რეჟიმი უნდა დაისაჯოს“.
ამასთან, დუმის სპიკერის თქმით, რუსეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, რომელიც არასდროს იომებს ევროპულ ქვეყანასთან, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები კი — ეს ნაციზმთან ბრძოლაა, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის დღის წესრიგში უნდა იყოს.