თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ხვალ, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარდა ამისა, სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ მოსალოდნელია ქარბუქი და გზებზე ლიპყინულიც.
სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.