ათობით ათას თბილისელს 30 საათით წყალი შეუწყდა

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებით სამუშაოებს 17 იანვარს, ღამის 01:00 საათზე დაიწყებენ.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერი“ 17 იანვარს დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე გადაუდებელ გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს, რის გამოც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის მცხოვრებლები 30 საათზე მეტხანს წყლის გარეშე დარჩებიან, ნათქვამია კომპანიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებით სამუშაოებს 17 იანვარს, ღამის 01:00 საათზე დაიწყებენ და 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე დაასრულებენ.
ამგვარად, წყლის გარეშე დარჩება ჭავჭავაძის გამზირის, ქუთათელაძის, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა.
უწყლოდ დარჩება ასევე ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილი, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იყალთოს, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობა.
ვაკისა და მთაწმინდის რაიონების რიგი ქუჩების მცხოვრებლები წყლის გარეშე 18 იანვარს, 16:00 საათამდე დარჩებიან.
„ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ უგზავნის ინფორმაციას წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ SMS-ის საშუალებით.