თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის დაკავებულ 65 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ინციდენტი გორის მუნიციპალიტეტში გასულ კვირაში მოხდა - ძაღლი კისრის არეში ჭრილობით ვეტკლინიკაში გადაიყვანეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ფულადი ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ადვოკატ თამარ თედიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნანობს მომხდარს და აცხადებს, რომ ცხოველისთვის დამიზნებით არ უსვრია, უბრალოდ მისი დაშინება სურდა.
დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.