თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს და მის ძაღლს ეძებენ

მამაკაცი ბოლოს დიღმის მასივში ნახეს
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს დათი გავაშელსა და მის ლაბრადორის ჯიშის ძაღლს ეძებენ, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„დაიკარგა ჩვენი მეგობარი დათი გავაშელი. ლაბრადორთან ერთად. აცვია მწვანე გრძელი ქურთუკი. ბოლოს ნახეს დიღომში", - წერს მისი მეგობარი, გუგა ხარშილაძე სოციალურ ქსელში.
რაიმე სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 500500110 ან 577555800.