ნაქერალას უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აღდგა

მოძრაობა დიდთოვლობის გამო იყო შეზღუდული.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მოძრაობა დიდთოვლობის გამო 12 იანვრიდან იყო შეზღუდული. მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ სატვირთო ავტომობილებისთვის აღდგა.
საუბარია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთზე.