გორში ძაღლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ კაცს გირაო შეეფარდა

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში გასულ კვირაში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ 65 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ იმსჯელა და ბრალდებულს გირაო 4 ათასი ლარის ოდენობით განუსაზღვრა.
ინციდენტი გორის მუნიციპალიტეტში გასულ კვირაში მოხდა. 65 წლის კაცმა ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შედეგად, ცხოველს გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა კისრის არეში. ძაღლი ვეტკლინიკაში გადაიყვანეს.
ადვოკატ თამარ თედიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნანობს მომხდარს და აცხადებს, რომ ცხოველისთვის დამიზნებით არ უსვრია, უბრალოდ მისი დაშინება სურდა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.