ელექტრიკოსები, ძიძები, სტილისტები - ვისი მომსახურება გაძვირდა საქართველოში ერთ წელიწადში

სიაში პირველი ადგილი ელექტრიკოსებმა დაიკავეს, რომელთა მომსახურებაც 54,4%-ით გაძვირდა.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. 2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტად მომსახურების სფერო გაძვირდა - ძირითადად, ეს არის შეკეთების სფერო და ბანკების მუშაობა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
სიაში პირველი ადგილი ელექტრიკოსებმა დაიკავეს, რომელთა მომსახურებაც 54,4%-ით გაძვირდა. მეორე ადგილზეა მანქანის რეცხვა, რომელიც 29,7%-ით გაძვირდა. მესამე ადგილს საბანკო მომსახურება იკავებს, რაზეც ფასები 25,3%-ით გაიზარდა.
მალიარების მომსახურება წლის განმავლობაში საშუალოდ 21,1%-ით გაიზარდა, სანტექნიკოსების - 14,5%-ით. გასართობი ცენტრების მომსახურება 12,2%-ით გაძვირდა, ხოლო ძიძების - 9,4%-ით.
აგრეთვე გაძვირდა სტომატოლოგიაც. კბილის დაბჟენა ახლა 9,3%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, ხოლო ამოღება 8,2%-ით გაძვირდა.
სილამაზის სალონში თმის დავარცხნა 9,1%-ით გაძვირდა. კოსმეტოლოგის სერვისი 5,8%-ით გაიზარდა.
საქართველოში ქირურგია 7,3%-ით მეტი ჯდება წინა წელთან შედარებით, მშობიარობა კი 5,2%-ით.
გარდა ამისა, „საქსტატის“ ინფორმაციით, რეპეტიტორების მომსახურება საშუალოდ 5%-ით გაძვირდა.
წყარო - „საქსტატი“