თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩჰვე სონ ჰი მოსკოვში იმყოფება, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან, იუწყება Reuters.
სააგენტოს ცნობით, ჩჰვე მოსკოვში, რომელთანაც ფხენიანი ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო კავშირებს აღრმავებს, 14 იანვარს ჩავიდა. მას რუსეთის საგარეო სამეთა სამინისტროსა და ასევე ჩრდილოეთ კორეის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.
„გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით რუსეთის საერაშორისო იზოლაცია გაძლიერდა, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვი თავისი კავშირების მზარდ ღირებულებას ჩრდილოეთ კორეასთან კავშირში ხედავს“, — წერს Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოკორეელი დიპლომატის რუსეთში ვიზიტი ოთხშაბათამდე გასტანს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ვიზიტი ნამდვილად მოიცავს მოლაპარაკებებს, მაგრამ განსახილველი თემები არ დააკონკრეტა.
მისი თქმით, რუსეთს „აქვს უფლება, გააკეთოს ის, რაც აუცილებლად მიაჩნია“.