ნაძალადევის რაიონში ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა: ქალაქის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგება 15 იანვარს 13:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე წყლის მილის გასკდომის შედეგად ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ნაძალადევის რაიონში მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი“ (GWP).
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგება 15 იანვარს 13:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
წყალი არ მიეწოდება თემქის, ლოტკინის, ნახალოვკის, სანზონის დასახლებებს, გლდანის ნაწილს.
ქუჩების სრული ჩამონათვალი კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.