საქართველოს გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა: ახალი ინფორმაცია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს გზებზე უამინდობის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვები ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და შეზღუდული ხილვადობის გამო იყო დაწესებული.
კერძოდ, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 1–50-ე კმ (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
აგრეთვე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
თუმცა, საავტომობილო გზების ნაწილზე შეზღუდვები მოქმედებს.