გორში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს. დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.