ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

კაუნასში ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში 8-დან 14 იანვრამდე პერიოდში ტარდება
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მეორე ადგილი დაიკავა.
ოქროს მედალი ბელგიელმა ლოენა ჰენდრიქსმა (213,25) მოიპოვა, გუბანოვამ 206,5 ქულა დააგროვა, ხოლო მესამე ადგილზე მისი თანამემამულე ნინა პინზარონე (202,29) გავიდა.
ანასტასია გუბანოვა არის რუსეთის თასის ვერცხლის პრიზიორი (2018, 2020), ზაგრების საერთაშორისო ტურნირის ოქროს პრიზიორი (2018) და ასევე იუნიორთა გრან-პრის ფინალის ვერცხლის პრიზიორი (2016). 2023 წელს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით სპორტის ზამთრის სახეობებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი გახდა.