სვანეთის გზაზე უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა

ბოლო დღეებში საქართველოს ზოგ რეგიონში ამინდი გაუარესდა.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი– Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
ხოლო ლახამულა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება საავტომობილო გზის ზუგდიდი-ხაიშის მონაკვეთს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,