თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ევროვიზიის სასიმღერო კონკურსზე, რომელსაც წელს შვედეთის ქალაქი მალმე უმასპინძლებს, საქართველოს ნუცა ბუზალაშე წარადგენს.
კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება, ნახევარფინალი კი იქვე 7 და 9 მაისს ჩატარდება.
ნუცა ბუზალაძე 1997 წლის 28 იანვარს დაიბადა. მას ათზე მეტ კონკურში აქვს მონაწილეობა მიღებული და არაერთხელ აქვს მოპოვებული წარმატება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ნუცა არის გამარჯვებული ისეთი კონკურსების როგორიცაა 2014 წლის „ახალი ტალღა“ , Kenga Magjike (2021), American Idol (შევიდა 2023 წლის ტოპ-12-ში).
2018 წელს მომღერალმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა სახელწოდებით „ნუცა 22“, რომელიც „ბრავო რეკორდსში“ ჩაწერა. ალბომი სამენოვანია და მასში ნუცას და სხვა კომპოზიტორების მიერ დაწერილი 11 სიმღერა შედის.