თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა, ადგილი მიეჩინა ჩემთვის, განაცხადა საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა სააგენტო „სოვას“ ვიდეოპოდკასტში, რომელშიც განმარტა, თუ რა რეაქცია მოჰყვა საქართველოს მთავრობის მხრიდან მის მოწოდებას გორში სტალინის მუზეუმის დახურვის თაობაზე.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩემთვის ადგილის მოჩენა სინჯა. მაგრამ მე ძალიან უხეში სიტყვა ვუთხარი, რომ ამას ახსნა არ აქვს და რომ ამ თემაზე არც კი ვილაპარაკებდი“, — განაცხადა ელჩმა.
შეკითხვაზე, გამოიძახეს თუ არა ის საგარეო უწყებაში განმარტებისთვის მას შემდეგ, რაც სტალინის მუზეუმის დახურვა მოითხოვა, მაშკევიჩმა უპასუხა:
„არა, არა. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ იყო არაოფიციალური შენიშვნები. მაშინ მე ისინი დელიკატურად, მაგრამ „გავგზავნე“, — განმარტა დიპლომატმა.
მარიუშ მაშკევიჩმა სტალინის მუზეუმის დახურვისკენ საქართველოს 2022 წლის მარტში მოუწოდა რონდელის ფონდში გამართულ კონფერენციაზე. როგორც მან მაშინ აღნიშნა, კარგად ესმის, რომ პატარა საქართველო — „დიდი მეზობლითა“ და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რთულ სიტუაციაშია, მაგრამ მან ერთი სიმბოლური ჟესტი უნდა გააკეთოს: დახუროს სტალინის მუზეუმი გორში.