საპარლამენტო არჩევნები-2024: ცესკომ პარტიებს რეგისტრაციის წესები შეახსენა

პარტიამ რეგისტრაციის გასავლელად მინიმუმ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა წარადგინოს
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაზეგანაცხადის შეტანა უკვე შეუძლიათ იმ პარტიებს, რომლებსაც არ აქვთ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ოფიციალური საარჩევნო კამპანია არჩევნების თარიღამდე 60 დღით ადრე დაიწყება.
საქართველოში პარტიები იყოფა ორ კატეგორიად - კვალიფიცირებულ სუბიექტებად, ანუ პარტიებად, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში და დანარჩენ პარტიებად.
ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებლად უნდა დაიწყოს კონსულტაციები - დეპუტატი >>
ცესკოს მონაცემებით, კვალიფიციური სუბიექტები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე შეუძლიათ, არიან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; „ლელო საქართველოსთვის“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ - “გირჩი“; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“; „კანონი და სამართალი“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“; „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ და „პროგრესი და თავისუფლება“
დანარჩენმა პარტიებმა 15 ივლისამდე ცესკშის უნდა წარადგინონპარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადება, რის შემდეგაც მას მხარდამჭერთა სიის ნიმუში გადაეცემა.
„პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1-ელი აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25.000 ამომრჩევლის სია“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ხელმოწერის დატოვება შეუძლია მხოლოდ 18 წელს ზემოდ ასაკის საქართველოს მოქალაქეს.
საქართველოში არსებობს მკაცრი შეზღუდვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოელების მონაწილეობაზე. ბინადრობის მიუხედავად, უცხოელს არ აქვს უფლება შექმნას პარტია, გახდეს პარტიის წევრი, გააკეთოს შემოწირულობა პარტიის სასარგებლოდ. გარდა ამისა, უცხოელებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ აქვთ.