თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ჯარისკაცი, რომელიც გორის პირელ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, დღეს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის ჯარისკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.
გარდაცვლილი წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან არის. მასზე ძებნა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯარისკაცი დილით სამსახურში არ გამოცხადდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.