მსოფლიო დღეს

აშშ-მა რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა განაახლა

Sputnik
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. გასული წლის ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა, პირველად წელიწადნახევრის განმავლობაში, კვლავ შეიძინა ნავთობი რუსეთიდან, ნოემბერში კი განმეორებითი შესყიდვა განახორციელა, იუწყება „რია ნოვოსტი“ აშშ-ის სტატისტიკური სამსახურის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტო ირწმუნება, ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ გასული წლის ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან 36,8 ათასი ბარელი ნავთობი შეიძინა. იმპორტის ღირებულება 2,7 მილიონი დოლარი იყო. ნოემბერში კი შესყიდვების მოცულობამ 750 ათასი დოლარის ღირებულების 9,9 ათასი ბარელი შეადგინა.
„ამასთან, ერთი ბარელი რუსული ნავთობი შეერთებულ შტატებს ოქტომბერში 74 დოლარი დაუჯდა, ნოემბერში კი 76 დოლარი. ეს მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის მიერ დაწესებულ საფასო ზღვარს — ბარელზე 60 დოლარს“, — წერს „რია ნოვოსტი“.
ვაშინგტონმა 2022 წლის მარტში დააწესა აკრძალვა რუსეთიდან ნავთობისა და სხვა ენერგომატარებლების იმპორტზე. ამერიკულმა კომპანიებმა შავი ოქროს ბოლო პარტია რუსეთიდან იმავე წლის აპრილში იყიდეს.