თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება, იუწყება დედაქალაქის მერია.
უწყების ცნობით, „თბილსერვის ჯგუფი", საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.
მერია მოუწოდებს მოსახლეობას თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.