მსოფლიო დღეს

ტრაგედია ბაქოში - პერინატალურ ცენტრში ხანძრის შედეგად ჩვილები დაიღუპნენ

ხანძრის ჩაქრობაში 20 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ბაქოს რესპუბლიკურ პერინატალურ ცენტრში დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ჩვილი დაიღუპა, ნათქვამია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ერთობლივ განცხადებაში.
„ხანძრის შედეგად ოთხი ჩვილი დაიღუპა... კვამლით მოწამვლის გამო სამი ადამიანი კლინიკური სამედიცინო ცენტრის ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ბაქოში, ხათაის რაიონში მდებარე რესპუბლიკური პერინატალური ცენტრში ხანძრის ჩაქრობასა და ევაკუაციაში 20 ერთეული ტექნიკა და 90-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.