ასე გამოიყურება სამების საკათედრო ტაძარი
აქ ერთ-ერთ ხატზე გამოსახულია იოსებ სტალინი, რაც ყოფილმა დეპუტატმა შენიშნა და ვიდეოც გადაუღო
იოსებ სტალინი ხატზე გამოსახულია წმინდა მატრონა მოსკოველთან ერთად, რომელზეც მისი ცხოვრებაა ასახული
მთლიანი ხატი კი ასე გამოიყურება. მისი ავტორი ქართველი ხატმწერი
ხატი ქართულ ეკლესიას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა გადასცეს დიდი ხნის წინ
საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაში ასვენია, თუმცა ამას აქამდე სკანდალი არ მოჰყოლია
მხოლოდ ახლა, შობის წინ წამოიწყეს ოპოზიციონერებმა ხმაური და მიიქციეს ადამიანების ყურადღება, მიაჩნიათ საპატრიარქოში
სტალინის ხატის შესახებ სიუჟეტი გადაიღო ყველა ოპოზიციურმა ტელეარხმა. ეკლესიის წარმომადგენლები ამას მიზანმიმართულ კამპანიად მიიჩნევენ
როგორც მოგვიანებით გაირკვა, საუბარია იმის შესახებ, რომ მატრონა ლოცულობდა მოსკოვის გადარჩენაზე მეორე მსოფლიო ომის დროს. ასე გამოჩნ და სტალინი ხატზე
მითუმეტეს, სტალინის ხატი წარმოდგენილია სხვა ხატებთან ერთად, რომლებიც ასახავენ მატრონა მოსკოველის ცხოვრებას. ეს არ ნიშნავს, რომ ხატი სტალინის სადიდებელია ან მას ეძღვნება