თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. 20 წლის ბათუმელმა ახალგაზრდამ ალექსანდრე აბუსელიძემ ცნობილი ამერიკელი მეწარმის, ილონ მასკის კუთვნილი კომპანია SpaceX Starship–ის კოსმოსური ხომალდის კონსტრუქცია ასანთისგან ააგო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ალექსანდრე აბუსელიძის SpaceX Starship–ის კოსმოსური ხომალდის კონსტრუქცია ასნთის ღერებისგან
© courtesy of Aleqsandre Abuselidze
კონსტრუქციის შესაქმნელად აბუსელიძეს 300 ათასი ასანთის ღერი (6.250 კოლოფი) დასჭირდა. თავის პროექტზე ის ერთი წელი მუშაობდა.
„დღეს დავასრულე ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონსტრუქციაზე მუშაობა! დამჭირდა ერთი წელი“ – დაწერა აბუსელიძემ.
კონსტრუქცია სამ მეტრამდე სიმაღლისაა და შეიცავს რაკეტის დამჭერებს, ამწყობმექანიზმებს, ლიფტს დაბევრ სხვადეტალს. აბუსელიძის თქმით, კადრში ყველაფრის ჩატევა გაუჭირდა.
„თავისი მასშტაბით აღნიშნული კონსტრუქცია რეკორდულია და მსოფლიოში მეორეა“, – აღნიშნა აბუსელიძემ.
მან სოციალური ქსელის მომხარებელს თავისი ნამუშევრის შეფასება სთხოვა.
თავისი ნამუშევრისთვის აბუსელიძე 2023 წლის დეკემბერში ქალაქის მერიის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „ბათუმის წლის ხელოვნების მოღვაწე“.