თოვლი, ქარბუქი, ყინვა - უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან – ძლიერი, 10-11 იანვარს კი შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც ითოვოს. ასევე მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.