საშობაო ტრადიცია: „ალილოობა“ თბილისში – ფოტო

თბილისში მასშტაბური ტრადიციული მსვლელობა „ალილო“ გაიმართა
Sputnik
მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს ქალაქის ცენტრში – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. გზად მათ ადამიანები ეგებებოდნენ და შემოწირულობებს გადასცემდნენ, რაც შემდეგ შეჭირვებულებს გადაეცემათ.
1 / 21

მსვლელობის მთავარი გმირები თეთრ სამოსში გამოწყობილი მახარობელი ბავშვები არიან

2 / 21

„ალილო“ საშობაო გალობაა, რომელსაც შობის ღამეს გალობენ. იგივე დასახელება აქვს საუკუნეების წინ წარმოშობილ ტრადიციას

3 / 21

„ალილო“ საქველმოქმედო მსვლელობაა

4 / 21

შობას საქართველოში ადამიანები გასცემდნენ შემოწირულობას, რათა უპოვართათვის დახმარება გაეწიათ

5 / 21

ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში არასოდეს დარღვეულა

6 / 21

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლამდე, როდესაც საშობაო მსვლელობები აიკრძალა. მათი აღდგენა 90-იან წლებში საქართველოს პატრიარქ ილია მეორის კურთხევთ მოხდა

7 / 21

ტრადიციისამებრ, თბილისში „ალილოს“ მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე ჩაიარეს

8 / 21

დღეს მსვლელობას თეატრალიზებული ხასიათი აქვს და ძალიან სანახაობრივია

9 / 21

ტურისტები და ქალაქის სტუმრები სიამოვნებით და ინტერესით აკვირდებიან მსვლელობას

10 / 21

შემოწირულობებს ასეთ ეტლებსა და მანქანებში ალაგებენ, რომლებიც მსვლელობის ბოლოში მოდიან

11 / 21

ხოლო მსვლელობას წინ მიუძღვის ქრისტეს შობის დიდი ხატი

12 / 21

მსვლელობის მონაწილეები გალობით ამცნობენ ქრისტეს შობის შესახებ

13 / 21

„ალილოს“ მონაწილეებს აცვიათ ბიბლიური პერსონაჟების კოსტიუმები - ანგელოზებისა და მწყემსების

14 / 21

მსვლელობაში მონაწილეობენ სასულიერო პირებიც. ისინი ლოცვებს აღავლენენ და დროშები მიაქვთ

15 / 21

„ალილოს“ მონაწილეები ყველას ულოცავენ შობას და საშობაო ღია ბარათებს გადასცემენ ილია მეორის მილოცვით

16 / 21

გამვლელები სამახსოვრო ფოტოებს იღებენ

17 / 21

პარლამენტის შენობასთან „ალილოს“ მონაწილეებს დეპუტატებიც შეეგებნენ და საჩუქრები გადასცეს

18 / 21

პარლამენტის თავმჯდომარე მახარობლებს ეგებება და შობას ულოცავს

19 / 21

ღონისძიება ტარდება საკრებულოს შენობასთანაც

20 / 21

„ალილოს“ დროს საგზაო მოძრაობას პოლიცია კეტავს

21 / 21

მსვლელობა ტრადიციულად სამების ტაძართან დასრულდა