თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო შეზღუდვა მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-147-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.