რამდენი ტურისტი საქართველოდან ეწვია სომხეთს 2023 წელს

გასულ წელს სომხეთს სულ 2,3 მილიონი ტურისტი ეწვია
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. 2023 წელს საქართველოდან დაახლოებით 250 ათასი ტურისტი ეწვია სომხეთს, განაცხადა სომხეთის ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელმა სისიან პოღოსიანმა, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
„2023 წელს ჩვენ გვყავდა 2,3 მილიონი ტურისტი. ეს დაახლოებით 20%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით და 39%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით“, - განაცხადა პოღოსიანმა.
მისი თქმით, ტურისტების 50% რუსეთიდან ჩამოვიდა. მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, საქართველომ (11%) და ირანმა (6%) დაიკავეს. მეოთხე ადგილზეა აშშ 3%-ით.
ათეულში ასევე მოხვდა ინდოეთი (1,5%, ინდოელი ტურისტების უმეტესობა სომხეთში დუბაიდან ტრანზიტით ჩადის) და პირველად ჩინეთი (1%).
2023 წლის დეკემბრის ბოლოს სომხეთის პარლამენტმა ტურიზმის შესახებ კანონპროექტი მიიღო. კანონის თანახმად, ხელისუფლება ტუროპერატორებზე კონტროლს გააძლიერებს, გიდებს კი გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.