შარლ მიშელმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა

მიშელი, რომელსაც ამჟამინდელი თანამდებობა დაახლოებით ოთხი წელია უკავია, ივლისში ევროპარლამენტის არჩევნებში იყრის კენჭს. თუ მას დროულად არ მოუძებნიან მემკვიდრეს, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება ვიქტორ ორბანი გახდეს.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. შარლ მიშელმა ივლისში შეიძლება დატოვოს ევროპული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, იუწყება Reuters ბელგიურ გაზეთ De Standaard–ზე დაყრდნობით.
მიშელის განცხადებით, მან ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა და არჩევის შემთხვევაში ევროდეპუტატის მანდატს აიღებს. ევროპულმა საბჭომ მისი მემკვიდრის ვინაობა შეიძლება ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში დაასახელოს.
მისი უფლებამოსილების ვადა 2024 წლის ბოლოს იწურება, შესაბამისად, მიშელს თავისი პოსტის ვადამდე დატოვე სურს. ამიტომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს ივნისის ბოლომდე მისი მემკვიდრის კანდიდატურაზე შეთანხმება მოუწევთ.
დრო ჩვეულებრივზე ნაკლები რჩება, და თუ ევროპის ლიდერები დროულად ვერ შეთანხმდებიან, თავმჯდომარის მოვალეობას უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი შეასრულებს, რადგანაც ივლისიდან უნგრეთს 2024 წლის ბოლომდე როტაციით გადაეცემა ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობა.
მიშელი კენჭს ბელგიური მემარჯვენე–ცენტრისრული პარტია „რეფორმისტული მოძრაობიდან“ (Movement Reformateur) იყრის.
შარლ მიშელს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა 2019 წლის ბოლოდან უკავია. მანამდე ის ბელგიის პრემიერ–მინისტრი იყო.