თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრები ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ უნგრეთთან 11:15 დამარცხდა.
პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან ანგარიშით 5:22 წააგო.
პირველ მეოთხედში უნგრელები დომინირებდნენ. საქართველოს ნაკრებმა სიტუაცია მეორე მეოთხედში გამოაწორა და მინიმალური ანგარიშით – 4:3 დაწინაურდა, ხოლო მესამე მეოთხედი 6:4 მოიგო.
ბოლო მეოთხედში უნგრელებმა იმარჯვეს და სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდეს.
მესამე ტურის მატჩში 8 იანვარს ქართველი წყალბურთელები საბერძნეთის ნაკრებს შეხვდებიან. თამაში თბილისის დროით 19:50 საათზე დაიწყება.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს В ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. ექვსი ქულით იტალია ლიდერობს.